ბათუმის სამრეწველო ადმინისტრაციული ერთეული

ქალაქის მოვლა-პატრონობის მიმდინარე ღონისძიებები

დაწყების თარიღი: 2019-02-02

დასრულების თარიღი: 2019-11-15

ხიხანის ქუჩის კეთილმოწყობა


ხიხანის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს.

უკვე მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა და დამონტაჟდა 51 ერთეული განათების ბოძი.

პარალელურად კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს ნუცუბიძის 1-ელ ჩიხსა და მე-2 შესახვევში, სადაც სრულდება ბეტონის სანიაღვრე არხის ჩამოსხმა და ჭების მონტაჟი.

პროექტის ფარგლებში კეთილმოწყობის სამუშაოები უკვე დასრულდა ხახულის მე-2 შესახვევსა და კახაბრის ქუჩაზე.

სამუშაოები მიმდინარე წლის 15 ნოემბრამდე დასრულდება.

პროექტის ღირებულება 1 მილიონ 465 ათას ლარს შეადგენს.