ბაგრატიონის (ერთი) ადმინისტრაციული ერთეული

ქალაქის მოვლა-პატრონობის მიმდინარე ღონისძიებები

დაწყების თარიღი: 2017-09-26

დასრულების თარიღი: 2018-07-23

სოხუმის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება


სოხუმის ქუჩაზე უკვე მოეწყო სანიაღვრე მილები და ბორდიურები, გამოიცვალა გრუნტი, მიმდინარეობს ორშრიანი დეკორატიული ფილების დაგების სამუშაოები. ,,სოხუმის ქუჩას ათწლეულების განმავლობაში რეაბილიტაცია არ ჩასტარებია, მოვაწესრიგეთ სანიაღვრე სისტემა და უკვე მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგებაც. სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის მასშტაბით 20 ქუჩაზე მიმდინარეობს და დამატებით ახალ ქუჩებზეც იგეგმება ინფრასტრუქტული პროექტების დაწყებაც“, - განაცხადა ლაშა კომახიძემ. კეთილმოწყობის სამუშაოებს კომპანია ,,გზები“ აწარმოებს, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილონ 619 ათას 993 ლარი დაიხარჯება. ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება.