ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციული ერთეული

ქალაქის მოვლა-პატრონობის მიმდინარე ღონისძიებები

დაწყების თარიღი: 2018-11-22

დასრულების თარიღი: 2019-09-17

სერგი მესხის ქუჩის რეაბილიტაცია


სერგი მესხის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს გზის სავალი ნაწილის მოასფალტებას, ტროტუარებისა და ბორდიურების, ასევე, ახალი საკომუნიკაციო ჭების მოწყობასა და მიწისქვეშა ქსელის მოწესრიგებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს არსებული სანიაღვრე სისტემის გაწმენდა და რეაბილიტაცია. უახლოეს პერიოდში დაიწყება ბორდიურების მონტაჟი. ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. პროექტის ღირებულება 2 მილიონ 500 ათას ლარს შეადგენს. ,,სერგი მესხის ქუჩაზე მაღალი ინტენსივობით მიმდინარეობს გზის რეაბილიტაცია. პარალელურად შპს ,,ბათუმის წყლის" მიერ ხორციელდება აბონენტების წყლის ახალ სისტემაზე დაერთებების სამუშაოები. ვფიქრობთ, რომ აღდგომის დღესასწაულისათვის გზის გარკვეული მონაკვეთები, განსაკუთრებით კი, სასაფლაოზე მისასვლელის მიმდებარე ტერიტორია უკვე რეაბილიტირებული იქნება. პროექტი სექტემბერში დასრულდება. აქვე მინდა ბოდიში მოვუხადო მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო" - ლაშა კომახიძე.