ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციული ერთეული

ქალაქის მოვლა-პატრონობის მიმდინარე ღონისძიებები

დაწყების თარიღი: 2018-10-01

დასრულების თარიღი: 2019-06-30

მაიაკოვსკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები


მაიაკოვსკის ქუჩის კეთილმოწყობა ინტენსიურად გრძელდება.

ამ დროისთვის ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს ავტოსადგურის გასწვრივ არსებულ მონაკვეთში, სადაც უკვე დასრულებულია:
✅ გრუნტის სამუშაოები
✅ რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა
✅ ბორდიურების მონტაჟი

კეთილმოწყობის სამუშაოები სრულდება გოგოლისა და ნიჟარაძის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში, სადაც ამ დროისთვის დეკორატიული ფილების დაგება მიმდინარეობს.

გარდა ამისა, მაიაკოვსკისა და წერეთლის ქუჩებზე დასრულდა წყალარინების ახალ ქსელზე დაერთების სამუშაოები. შედეგად, ახალი სისტემით სარგებლობს წერეთლის ქუჩაზე მცხოვრები 88 და მაიაკოვსკის ქუჩაზე მცხოვრები 92 ოჯახი.

მაიაკოვსკის ქუჩის კეთილმოწყობა მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება.
პროექტის ღირებულება 4 მილიონ 700 ათას ლარს შეადგენს.