ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციული ერთეული

ქალაქის მოვლა-პატრონობის მიმდინარე ღონისძიებები

დაწყების თარიღი: 2018-03-21

დასრულების თარიღი: 2019-06-14

მაიაკოვსკის ქუჩის რეაბილიტაცია


ბონი-გოროდოკის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტის ფარლებში იგეგმება 10 ქუჩის კეთილმოწყობა. ამ ეტაპზე, სამუშაოები მაიაკოვსკის ქუჩაზე ხორციელდება, სადაც მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემისა და ბორდიურების მოწყობა, ასევე, გრუნტის მოჭრის სამუშაოები. მაიაკოვსკის ქუჩის რეაბილიტაცია 2019 წლის 14 ივნისამდე დასრულდება. სამუშაოების ღირებულება 4 703 979, 16 ლარს შეადგენს. პარალელურად, მაიაკოვსკისა და წერეთლის ქუჩებზე წყალარინების ახალ ქსელზე დაერთების სამუშაოები მიმდინარეობს. შედეგად, ახალი სისტემით ისარგებლებს წერეთლის ქუჩის 88, ხოლო მაიაკოვსკის ქუჩის 92 მაცხოვრებელი.