ბაგრატიონის (ერთი) ადმინისტრაციული ერთეული

ქალაქის მოვლა-პატრონობის მიმდინარე ღონისძიებები

დაწყების თარიღი: 2017-03-01

დასრულების თარიღი: 2017-12-26

ლუკა ასათიანის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება


ე. წ. ჭაობის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად ხორციელდება. ამ ეტაპზე სამუშაოები ლუკა ასათიანის ქუჩაზე მიმდინარეობს, სადაც ასფალტის საფარის პირველი ფენა იგება. პარალელურად, ხორციელდება ბაზალტის ბორდიურებისა და ორშრიანი დეკორატიული ფილების მოწყობა. აღნიშნულ ქუჩაზე უკვე გამოიცვალა სანიაღვრე სისტემა. სამუშაოების ღირებულება 2 მილიონ 79 ათას 440 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა ვაჟა-ფშაველასა და 26 მაისის ქუჩების კეთილმოწყობა. პროექტის საერთო ღირებულება 5 მილიონ 360 ათას ლარს შეადგენს.