ხიმშიაშვილის ადმინისტრაციული ერთეული

მერთან შეხვედრები

დაწყების თარიღი: 2018-09-21

დასრულების თარიღი: 2018-09-21

ლაშა კომახიძის შეხვედრა ხიმშიაშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში


- შ. ხიმშიაშვილის ქ. #41-43-45 და კობალაძის ქ. #6- 8 საცხოვრებელი სახლების გარე წყალარინების სისტემა. პრობლემის მოგვარების მიზნით:
✔️სახლების სარდაფებში პერიოდულად ჩაედინება ფეკალური მასა, რაც იწვევს ანტისანიტარიას. შპს „ბათუმის წყლის“ მიერ ინტენსიურად მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები. საკითხი დეტალურად შესწავლილია შესაბამისი სპეციალისტების მიერ, პრობლემა გამოწვეულია ცენტრალურ და დაერთების სისტემებს შორის დონეების სხვაობით, კერძოდ საცხოვრებელი სახლების საკანალიზაციო სისტემა იმყოფება უფრო დაბალ ნიშნულზე ვიდრე ცენტრალური საკანალიზაციო სისტემა და მუშაობს გადაღვრაზე. პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა ახალი ხაზის გაყვანა და დაერთება კობალაძის ქუჩაზე გამავალ ახალ საკანალიზაციო ხაზზე. ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ შპს „ბათუმის წყლის“ მიერ განხორციელდება ზემოაღნიშნული სამუშაოების წარმოება.

- ტბელ აბუსერიძის ქ. #31:
✔️სანიაღვრე სისტემის გამტარიანობა შეზღუდულია ტექნიკური ხარვეზის გამო (მუშაობს გადაღვრაზე), შპს „ბათუმის წყლის“ სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს საკითხის დეტალური შესწავლა პრობლემის აღმოსაფხვრელად დასაგეგმი ღონისძიებებისთვის.

- ფიროსმანის ქ. #18:
✔️დაზიანებულია სანიაღვრე მილი დაუახლოეს დღეებში განხორციელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები.

- ხიმშიაშვილის #21:
✔️საცხოვრებელი სახლის ეზოში სანიაღვრე სისტემის მოწყობაზე გამოცხადებულია ტენდერი. სამუშაოები შესრულდება წლის ბოლომდე.

- გენ. ასლან აბაშიძის ქ. #7:
✔️შპს „ბათუმის წყლის“ მიერ განხორციელდა დაზიანებული საკანალიზაციო ჭის შეკეთება.

- ინასარიძის ქ. #8:
✔️ფიქსირდება კანალიზაციის სუნი და გადასართავია ახალ ქსელში, შპს „ბათუმის წყლის“ მიერ განხორციელდება გადართვა უახლოეს დღეებში.

- ჟილინის არხის გვერდით გამავალი გზის კეთილმოწყობა:
✔️ჟილინის არხის გვერდით გამავალი გზის კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მზად არის. აღნიშნულ მონაკვეთზე უნდა განხორციელდეს გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების KFW-ს პროექტის ფარგლებში, საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები. პროექტი დაიწყება 2019 წლის 1 კვარტლის დასასრულს. გზის რეაბილიტაცია გათვალისწინებული იქნება 2019 წლის ბიუჯეტში.

- შ. ხიმშიაშვილის ქ. #9:
✔️საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს წინა შესასვლელში დაგეგმილია კარების დამონტაჟება.

- ფიროსმანის ქ. #33:
✔️საცხოვრებელი სახლის სახურავის შესაცვლელად ამხანაგობას არ მოუმართვას მერიისთვის თანადაფინანსების პრინციპით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, რის შესახებაც განემარტათ. უკვე აღდგა ეზოში დაზიანებული საბაღე სკამები.

- ტბელ აბუსერიძის ქ. #31:
✔️საცხოვრებელი სახლის ეზოს მოასფალტება გათვალისწინებული იქნება 2019 წელს.

- ფიროსმანის ქ. # 18 ბ:
✔️საცხოვრებელი სახლის ეზოს მოასფალტება გათვალისწინებული იქნება 2019 წელს, ხოლო ეზოს განათებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე დავალება გაცემულია საპროექტო ორგანიზაციაზე.

- ინასარიძის ქ. # 22:
✔️ეზოში შემავალი გზის მოასფალტებისა და პარკინგის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე დავალება გაცემულია საპროექტო ორგანიზაციაზე.

- კობალაძის ქ. # 5:
✔️საცხოვრებელი სახლის ლიფტის შესაცვლელად ამხანაგობას არ მოუმართვას მერიისთვის თანადაფინანსების პრინციპით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, რის შესახებაც განემარტათ.

- გორგილაძის ქ. # 118:
✔️გზის მოასფალტების სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე დავალება გაცემულია საპროექტო ორგანიზაციაზე.

- კობალაძის ქ. # 9:
✔️საცხოვრებელი სახლის ეზოში სკამები მიტანილია, ეზოში არსებული ატრაქციონები შემდეგ თვეში გარემონტდება.

- ტბელ აბუსერიძის ქ. #25:
✔️წყალშემკრები ღარების რეაბილიტაცია შემდეგ თვეში განხორციელდება.

- ფიროსმანის ქ. #19:
✔️საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს სენსორები აღდგენილია, ხოლო საბავშვო ატრაქციონების მოწყობა განხორციელდება 2019 წელს.

- ხიმშიაშვილის უბნის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდა და მიმდინარეობს შემდეგი სამუშაოები:
✔️ტბელ აბუსერიძის ქ. 3/9-ში საცხოვრებელი სახლის სახურავის მოწყობა.
✔️ფიროსმანის ქ. #8-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფში გამავალი საკანალიზაციო სისტემის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები.
✔️ტბელ აბუსერიძის ქ. # 21ბ-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის სადარბაზოში არსებული სამგზავრო ამორტიზებული ლიფტის დემონტაჟისა და ახალი ელექტრონული ლიფტის მონტაჟის სამუშაოები.
✔️ინასარიძის ქ. #6-ში (თორმეტსართულიანი) მდებარე მრავალბინიანი სახლის სადარბაზოში არსებული სამგზავრო ამორტიზებული ლიფტის დემონტაჟისა და ახალი ელექტრონული ლიფტის მონტაჟის სამუშაოები.
✔️შ. ხიმშიაშვილის ქ. #11-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში დისტანციური პულტით მართვადი ბარიერის მოწყობა.
✔️ტბელ აბუსერიძის ქ. # 21-21ა-21ბ-ში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა და კომუნალური სისტემების მოწყობა.
✔️შ. ხიმშიაშვილის ქ. # 45-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში გარე განათების მოწყობა.
✔️ინასარიძის ქ. #18-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში გარე განათების მოწყობა.
✔️კობალაძის ქ. # 9-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში გარე განათების მოწყობა.
✔️კობალაძის ქ. # 5-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში გარე განათების მოწყობა.
✔️ინასარიძის ქ. #20-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში გარე განათების მოწყობა.