თამარის ადმინისტრაციული ერთეული

მერთან შეხვედრები

დაწყების თარიღი: 2018-08-16

დასრულების თარიღი: 2018-08-16

ლაშა კომახიძის შეხვედრა თამარის ადმინისტრაციულ ერთეულში


- თამარის დასახლების მაცხოვრებლებს წლების განმავლობაში მოუგვარებელი აქვთ საკანალიზაციო სისტემით უზრუნველყოფის პრობლემაა. პრობლემის მოგვარების მიზნით:
✔️გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შეღავათიანი სესხის ფარგლებში თამარის დასახლებაში მიმდინარეობს საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები. ასევე ბარცხანის დასახლებაში, ფაქტობრივად, სრულდება საკანალიზაციო სისტემის მოწყობა. დარჩენილია შუალედური სატუმბი სადგურის მშენებლობა ბარცხანის დასახლებაში, რომელიც დასრულების სტადიაშია და გოგოლის ქუჩის გავლით საკანალიზაციო ხაზის გაყვანა, რომლის შემდეგ მოხდება სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების გამიჯვნა და მოსახლეობის დაერთება. ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ვერ ხერხდება გოგოლის ქუჩაზე სამუშაოების წარმოება. სამუშაოები სეზონის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოდან განხორციელდება.

- სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო:
✔️მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად გარემონტდა და შეიღება სამი ერთეული ზღვაზე ჩასასვლელი კიბე. უახლოეს დღეებში გარემონტდება და შეიღებება ერთი დარჩენილი ოთხსაფეხურიანი კიბე.
✔️აფხაზეთის დასახლებაში შეკეთდა კორპუსების სახურავები და გამოიცვალა წყალშემკრები ღარები 5 კორპუსზე. წლის ბოლომდე წყალშემკრები ღარები შეიცვლება 10 საცხოვრებელ კორპუსზე.
✔️თამარის დასახლებაში არსებული სახლი N26-ის წყალშემკრები ღარები შეიცვლება 10 დღის ვადაში.
✔️გრიშაშვილის ქ. N3-ში წყალშემკრები ღარები შეიცვლება ასევე 10 დღის ვადაში.
✔️ნონეშვილის N16/20 ეზოში გასწორდება დაზიანებული ბორდიურები.

- წყლისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობის სამუშაოები:
✔️დიასამიძის ქ. N12-ში სანიაღვრე სისტემაზე დაერთების სამუშაოები შესრულდება 15 აგვისტომდე.
✔️თამარის დასახლებაში, N26 და N27 სახლებზე მიმდინარეობს მონიტორინგი წყალარინების ქსელის გამართულობაზე, ამ ეტაპზე შედეგი დამაკმაყოფილებელია და ცხელ ხაზზე არ დაფიქსირებულა ზარი.

✔️ ე.წ. „ბიტმაშის“ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, შეთანხმებისამებრ, გადაეცემათ 80 გრძ. მ. და 200 მმ დიამეტრის მილი შპს „ბათუმის წყლის“ მიერ.
✔️გრიშაშვილის მე-3 ჩიხში არსებული შამბო მოქმედია და მისი გაუქმება ახალ ქსელზე გადართვამდე არ შეიძლება.
✔️აფხაზეთის ქ. N4 საცხოვრებელი სახლების კომუნალური სისტემების შეცვლის სამუშაოებზე ტენდერი ჩატარებულია და ხელშეკრულება გაფორმებულია. სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.

- სარდაფებში გრუნტის წყლების შედინების პრობლემა. პრობლემის მოგვარების მიზნით:
✔️ქ. ბათუმის მერია მუშაობს საცხოვრებელი სახლების სარდაფებში გრუნტის წყლების შედინების პრობლემის გადაჭრის მიზნით პროგრამის შედგენაზე. პროგრამა განხორციელდება თანადაფინანსების პრინციპით.

- თამარის დასახლება, სახლი N3, აივნების მიშენება:
✔️კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოში საკითხი გადაწყდა დადებითად, საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, მერიის მხრიდან მოხდება მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც უკვე ცნობილია როგორც მოსახლეობის, ასევე, მშენებლისთვის.

- კორპუსების ფასადებიდან საცხოვრებელ სახლებში წყლის შედინების პრობლემა:
✔️ქ. ბათუმის მერიის მიერ დაგეგმილია ფასადების შეფუთვის პროგრამის დამუშავება. ნონეშვილის ქ. N58 საცხოვრებელი სახლის ფასადის შეფუთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უკვე მზადაა.

- თამარის დასახლება, სახლი N22:
✔️ვიზუალური დათვალიერებით სახლი არის ავარიული. მერიის დაკვეთით, სახლი შემოწმდა „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ სპეციალისტების მიერ. ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის შემდეგ განხილული იქნება შემდგომში გასატარებელი ღონისძიებები.

- თამარის დასახლების ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდა და მიმდინარეობს შემდეგი სამუშაოები:
✔️სრულდება ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სახლი N29-ის მიმდებარედ.
✔️მიმდინარეობს საკანალიზაციო სისტემის მშენებლობის სამუშაოები.
✔️თამარის დასახლება სახლი N43, აფხაზეთის ქ. N4, აფხაზეთის ქ. N13 და აფხაზეთის ქ. N14-ის საცხოვრებელი სახლების კომუნალური სისტემების შეცვლის სამუშაოებზე ტენდერი ჩატარებულია და ხელშეკრულება გაფორმებულია. სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.
✔️თამარის დასახლების სახლი N43-ის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოცხადებულია ტენდერი. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაიწყება და მიმდინარე წელს დასრულდება.
✔️თამარის დასახლება, სახლი N1-ში (1-დან 3-ის ჩათვლით სადარბაზო), თამარის დასახლება სახლი N3-ში (1-დან 7-ის ჩათვლით სადარბაზო), თამარის დასახლება, სახლი N7-ში (1-დან 6-ის ჩათვლით სადარბაზო) სახლების სადარბაზოებში არსებული ამორტიზებული ვიტრაჟების შეცვლის სამუშაოებზე გამოცხადებულია ტენდერი. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაიწყება და მიმდინარე წელს დასრულდება.
✔️თამარის დასახლება, სახლი N8, სახლი N5, სახლი N43, გრიშაშვილის ჩიხი N1 - აღნიშნულ მისამართებზე საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებში კარებისა და ელექტრონული საკეტების მოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებულია ტენდერი. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაიწყება და მიმდინარე წელს დასრულდება.