ბათუმის სამრეწველო ადმინისტრაციული ერთეული

მერთან შეხვედრები

დაწყების თარიღი: 2018-08-01

დასრულების თარიღი: 2018-08-01

ლაშა კომახიძის შეხვედრა სამრეწველო ადმინისტრაციულ ერთეულში


- ძირითადი საკითხი, რომელიც წლების განმავლობაში მოსახლეობას მოუგვარებელი აქვს, სასმელი წყლით უზრუნველყოფის პრობლემაა. პრობლემის მოგვარების მიზნით:
✔️ამ ეტაპზე, შპს „ბათუმის წყლის“ მიერ დაწყებულია ფრ. ხალვაშის გამზირზე წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები. პირველ ეტაპზე სამუშაოები განხორციელდება ფრ. ხალვაშის გამზირზე ხახულის ქუჩიდან მდ. მეჯინისწყლამდე. პარალელურ რეჟიმში, მერიის მიერ ცხადდება ტენდერი მდ. მეჯინისწყლიდან დამატებით 2 კილომეტრის მონაკვეთზე სასმელი წყლის სისტემის მოწყობის მიზნით. 2019 წელს გამოცხადდება მესამე ეტაპის სამუშაოები, რომელიც მოიცავს დარჩენილ მონაკვეთზე ახალი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოებს. სამუშაოები, სავარაუდოდ, 2019 წლის ბოლომდე დასრულდება.

- მოსახლეობას ასევე წლებია აწუხებს საკანალიზაციო სისტემით უზრუნველყოფის პრობლემაა. პრობლემის მოგვარების მიზნით:
✔️გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შეღავათიანი სესხის ფარგლებში, კომპანია ,,ეგისის“ მიერ განხორციელდა საკანალიზაციო სისტემის წინასწარი კვლევა. კომპანია ,,პოშ ენდ პარტნიორის“ მიერ მიმდინარეობს აღნიშნული კვლევის გადახედვა, რის შემდეგაც დაიდება დასკვნა და შესაძლებელი იქნება დეტალური პროექტირების განხორციელება.

- წყლის და სანიაღვრე სისტემების მოწყობის სამუშაოები:
✔️კაპანდიბში ნაწილობრივ გაიწმინდა სანიაღვრე არხი, მიმდინარეობს კერძო მესაკუთრის ტერიტორიაზე არსებული არხის გაწმენდა.
✔️ფრ. ხალვაშის მე-15 შესახვევში მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის გაწმენდის სამუშაოები;
✔️სამების I ჩიხში გაიწმინდა საკანალიზაციო სისტემა;
✔️ფრ. ხალვაშის მე-9 შესახვევში, ეზოს ტერიტორიაზე მოეწყო 4 ერთეული წყალშთანმთქავი ჭა;
✔️ფრ. ხალვაშის მე-7 ჩიხში, N11 სახლში, ჭაბურღილში დამონტაჟდა ძრავა და მოსახლეობას წყალი მიეწოდება.

- ტაოს ქუჩის კეთილმოწყობა. პრობლემის მოგვარების მიზნით:
✔️ხიხანისა და ტაოს ქუჩების სანიაღვრე არხების მოწყობაზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მზადაა და ასახული იქნება ბიუჯეტის უახლოესი ცვლილების დროს. სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.

- ხიხანის ქუჩის კეთილმოწყობა, სანიაღვრე არხის მოწყობა, განათების სისტემის მოწყობა.
✔️ხიხანის ქუჩის კეთილმოწყობაზე (მათ შორის სანიაღვრე არხის, განათების) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მზადაა და ასახული იქნება ბიუჯეტის უახლოესი ცვლილების დროს. სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.

- აკაკი შანიძის პირველი ჩიხის კეთილმოწყობა:
✔️აკაკი შანიძის I ჩიხის კეთილმოწყობაზე (მათ შორის სანიაღვრე არხის, განათების) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მზადაა და ასევე ასახული იქნება ბიუჯეტის უახლოესი ცვლილების დროს. სამუშაოები ამ შემთხვევაშიც მიმდინარე წელს დასრულდება.

-ხიხანისა და ხანძთის ქუჩების მონაკვეთში სპორტული მოედნის მოწყობა:
✔️ხიხანისა და ხანძთის ქუჩების მონაკვეთში სპორტული მოედნის მოწყობისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მზადაა და გათვალისწინებული იქნება 2019 წლის ბიუჯეტის შედგენისას.

-ფრ. ხალვაშის გამზირის N334-ში სპორტული მოედნის შეკეთება, მიმდებარედ სკვერის მოწყობა:
✔️სპორტული მოედნის სარემონტო სამუშაოები გათვალისწინებულია და განხორციელდება აგვისტოს შუა რიცხვებამდე. სკვერის მოსაწყობად ადგილი შესწავლილია, განხორციელდება დეტალური პროექტირება და საბიუჯეტო ასიგნების შემთხვევაში განხორციელდება სამუშაოები.

-ხანძთის ქუჩაზე დარჩენილი ნაწილის ბეტონირება:
✔️გზების მონაკვეთების ბეტონირების სამუშაოებზე სატენდერო პროცედურები სრულდება, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გათვალისწინებული იქნება აღნიშნული მონაკვეთის კეთილმოწყობაც. სამუშაოები დასრულდება მიმდინარე წელს.

- აკ. შანიძის ქ. N22-24-26-28-ში გარე კანალიზაციის პრობლემა:
✔️ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწობის სამმართველოს“ მიერ ჩატარდა ტენდერი საკანალიზაციო სისტემის მოსაწყობად. სამუშაოები დასრულდება მიმდინარე წელს. აკ. შანიძის ქუჩაზე ავარიების შედეგად დაზიანებული გარე განათების სისტემა აღდგენილია. აკ. შანიძის ქ. N22-ის ეზოში გარე განათების სისტემის მოწყობაზე ჩატარდა ტენდერი, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაიწყება სამუშაოები, რომელიც დასრულდება მიმდინარე წელს.

- ოპიზრების ქუჩის გარე განათება:
✔️ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწობის სამმართველოს“ მიერ ჩატარდა ტენდერი ეზოში გარე განათების სისტემის მოწყობაზე, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაიწყება სამუშაოები, რომელიც დასრულდება მიმდინარე წელს.

- სამრეწველო უბნის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდა და მიმდინარეობს შემდეგი სამუშაოები:
✔️სრულდება ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობა.