მწვანე კონცხის ადმინისტრაციული ერთეული

მერთან შეხვედრები

დაწყების თარიღი: 2018-08-07

დასრულების თარიღი: 2018-08-07

ლაშა კომახიძის შეხვედრა მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში


- ძირითადი პრობლემა, რომელიც მოსახლეობას წლების განმავლობაში მოუგვარებელი აქვს, სასმელი წყლით უზრუნველყოფას ეხება. პრობლემის მოგვარების მიზნით:
✔️გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შეღავათიანი სესხის ფარგლებში სრულდება მწვანე კონცხის დასახლების ახალი წყლის სისტემის მშენებლობა, რომელიც მოიცავს ზღვის დონიდან 45-50 მეტრ სიმაღლეზე მცხოვრები მოსახლეობის წყლით მომარაგების უზრუნველყოფას. კერძოდ, უკვე აშენებულია და ექსპლუატაციაში შესულია 2500 კბ.მ. რეზერვუარი, ხოლო 1800 კბ.მ. რეზერვუარი მშენებლობის ეტაპზეა. 
✔️დასახლებაში მწვავედ დგას წყალმომარაგების უზრუნველყოფის პრობლემა ზღვის დონიდან 50 მეტრზე ზემოთ მყოფ მოსახლეობაში (ომბალაურის დასახლება, თბილისის ქუჩა (ყოფილი „პერევალი“), ამაღლების ქუჩა, ჯინჭარაძის ქუჩა და ა.შ.). პრობლემის გადასაჭრელად, ქ. ბათუმის მერიის მიერ ბიუჯეტის ცვლილების დროს გათვალისწინებული იქნება მწვანე კონცხის დასახლების წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა, რომელიც განხორციელდება 2018 წელს. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის შემდეგ განისაზღვრება პროექტის დაფინანსების წყაროების მოძიება და განხორციელების ზუსტი ვადები.

- მოსახლეობას წლების განმავლობაში მოუგვარებელი აქვს საკანალიზაციო სისტემით უზრუნველყოფის პრობლემაც.
პრობლემის მოგვარების მიზნით:
✔️უნდა მოხდეს ჩაქვი - მწვანე კონცხი - მახინჯაურის შემოერთებული ტერიტორიების წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომლის დაახლოებითი ღირებულებაა 8,0 მლნ. ევრო. შედეგად, 2200 აბონენტი წყალარინების ახალ ქსელში ჩაერთვება.
მწვანე კონცხის დასახლებაში წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის საჭიროა მაგისტრალური და სამომხმარებლო ქსელების მშენებლობა (როგორც საწნევო, ასევე თვითდენითი) და შუალედური სატუმბი სადგურების მშენებლობა, რომლის მეშვეობითაც მოხდება წყალარინების მასის შეგროვება და თამარის დასახლების წყალარინების სატუმბ სადგურში ჩაშვება. 
მოსამზადებელია სარემონტო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაცია. მიმდინარეობს მოლაპარაკება გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შეღავათიანი სესხის მიღების მიზნით.

- წყლის, კანალიზაციისა და სანიაღვრე სისტემებთან დაკავშრებული პრობლემების ლოკალურად მოგვარების მიზნით განხორციელებული სამუშაოები:
✔️ ქსენია ბახტაძის ქ. N2-4-7-ში სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდა;
✔️ამაღლების ქ. N17-ში დაზიანებული სასმელი წყლის მილი შეკეთდა;
✔️თამარ მეფის გამზირი N48-ში საკანალიზაციო შამბოს გაიწმინდა.

- ახალგაზრდობის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობის მიზნით:
✔️მომზადდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. საჭირო თანხა ასახული იქნება ბიუჯეტის უახლოესი ცვლილების დროს. სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.

- გაზაფხულის ქუჩის გარე განათებისა და სანიაღვრე არხის მოწყობის მიზნით:
✔️საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მზადაა და ასახული იქნება ბიუჯეტის უახლოესი ცვლილების დროს. სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.

- ისრაფილ ჯინჭარაძის ქუჩის მონაკვეთების (1 დან-19-მდე და N47-დან N53-მდე) კეთილმოწყობის მიზნით:
✔️საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მზადაა და ასახული იქნება ბიუჯეტის უახლოესი ცვლილების დროს. სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.

- ისრაფილ ჯინჭარაძის ქ. N127-დან N163-მდე გარე განათების მოწყობის მიზნით:
✔️საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მზადაა და ასახული იქნება ბიუჯეტის უახლოესი ცვლილების დროს. სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება. 
✔️ამავე ქუჩაზე გათვალისწინებულია სპორტული მოედნის სარემონტო სამუშაოები, რომელიც აგვისტოს შუა რიცხვებამდე განხორციელდება. სკვერის მოსაწყობად ადგილი შესწავლილია, განხორციელდება დეტალური პროექტირება და საბიუჯეტო ასიგნების შემთხვევაში ჩატარდება სამუშაოები.

- მახინჯაურის რკინიგზის სადგურიდან თამარ მეფის გამზირის N41-მდე ტროტუარის მოწყობის მიზნით:
✔️საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მზადაა და განხილული იქნება 2019 წლის ბიუჯეტის შედგენისას.

- მარკოზ აჭარელის ქ. N6-ის (ყოფილი ქავთარაძის ქ.) მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე სპორტული მოედნისა და დასასვენებელი სკვერის მოწყობის მიზნით:
✔️საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მზადაა და განხილული იქნება 2019 წლის ბიუჯეტის შედგენისას.

- თბილისის ქუჩის მეოთხე შესახვევის გარე განათების მოწყობის მიზნით:
✔️საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მზადაა და განხილული იქნება 2019 წლის ბიუჯეტის შედგენისას.

- გოგოლიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობა:
✔️გოგოლიშვილის ქუჩაზე, დღეის მდგომარეობით, გზის ორივე მხარეს არის ღია სანიაღვრე არხები. მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, მერიის მიერ განხორციელდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა, რის შემდეგაც განისაზღვრება პროექტოს დაფინანსების წყაროების მოძიებისა და განხორციელების ზუსტი ვადების საკითხი.

- თამარ მეფის გამზირი N7-ის მიმდებარედ ტერიტორიის დასუფთავება-მოწესრიგების მიზნით:
✔️გაწმენდითი სამუშაოების წარმოება სპეციალური ტექნიკის საშუალებით აგვისტოშუა რიცხვებამდე დაიწყება.

- მწვანე კონცხის უბნის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდა და მიმდინარეობს შემდეგი სამუშაოები:
✔️წყლის 1800 კბ.მ. მოცულობის რეზერვუარის მშენებლობა.
✔️ გზების მონაკვეთების ბეტონირების სამუშაოებზე სატენდერო პროცედურები სრულდება, ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გათვალისწინებული იქნება მწვანე კონცხის დასახლებაში გზების დაზიანებული მონაკვეთებზე ბეტონის დასხმის სამუშაოები.