კახაბრის ადმინისტრაციული ერთეული

მერთან შეხვედრები

დაწყების თარიღი: 2018-09-06

დასრულების თარიღი: 2018-09-06

ლაშა კომახიძის შეხვედრა კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულში


- ძირითადი პრობლემა რომელიც წლების განმავლობაში მოსახლეობას მოუგვარებელი აქვს სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხია. პრობლემის მოგვარების მიზნით:
✔️ამ ეტაპზე შპს „ბათუმის წყლის“ მიერ დაწყებულია ფრ. ხალვაშის გამზირზე წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები. პირველ ეტაპზე შპს „ბათუმის წყლის“ მიერ სამუშაოები განხორციელდება ფრ. ხალვაშის გამზირზე ხახულის ქუჩიდან მდ. მეჯინისწყლამდე. პარალელურად, 2018 წელს აშენდა თოდოგაურის დასახლებაში რეზერვუარი და მოეწყო ახალი წყლის სისტემა, რითაც მომარაგდება დასახლებაში მცხოვრები 150 ოჯახი. შეხვედრაზე დღის წესრიგში მდგარი დარჩენილი მოსახლეობის წყლის სისტემით უზრუნველსაყოფად განხორციელდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა, სადაც გათვალისწინებული იქნება დამატებით ახალი რეზერვუარის მშენებლობა და ახლადმოწყობილი რეზერვუარიდან წყლის საქაჩი ტუმბოებით წყლის მიწოდება.

- თოდოგაურის დასახლებაში გზის გაფართოება. პრობლემის მოგვარების მიზნით:
✔️მოსახლეობა თანახმაა, დათმოს კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომელიც ესაზღვრება გზას. სერვისცენტრის მენეჯერი მოსახლეობის ხელწერებს აგროვებს თანხმობაზე, რის შემდეგაც გაცემულ იქნება დავალება გზის გაფართოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად.

- მუსხელიშვილის ქ. N7-ში არსებული სპორტული მოედნის შეკეთება:
✔️სპორტული მოედნის სარემონტო სამუშაოები გათვალისწინებულია და განხორციელდება აგვისტოს შუა რიცხვებამდე.

- მამია ვარშანიძის ქუჩის მონაკვეთის (სულაბერიძიდან შავშეთის ქუჩამდე) კეთილმოწყობა:
✔️მამია ვარშანიძის ქუჩის მონაკვეთის (სულაბერიძიდან შავშეთის ქუჩამდე) კეთილმოწყობაზე (მათ შორის სანიაღვრე არხისა და განათების) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მზადაა და ჩასმულია 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში.

- შარაშიძის ქ. N58-ში ფერდსამაგრი კედლის მოწყობა:
✔️ფერდსამაგრი კედლის მოწყობაზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მზადაა და ტენდერების ჩატარების შემდგომ დარჩენილი ეკონომიების განაწილებისას გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტში.

- მაჭახლის ქ. N32-ში ფერდსამაგრი კედლის მოწყობა:
✔️ფერდსამაგრი კედლის მოწყობაზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მზადაა და ტენდერების ჩატარების შემდგომ დარჩენილი ეკონომიების განაწილებისას გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტში.

- შარაშიძის ჩიხის N4-ში ფერდსამაგრი კედლის მოწყობა:
✔️შარაშიძის ჩიხის N4-ში ფერდსამაგრი კედლის მოწყობა ჩასმულია მიმდინარე წლის ბიუჯეტში. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაიწყება სამუშაოები რომელიც დასრულდება მიმდინარე წელს.

- ინასარიძის ქ. N24:
✔️მოქალაქეს აქვს პრობლემა პერსპექტივაში გზის გაყვანასთან დაკავშირებით საკუთრებაში არსებული მიწით სარგებლობაზე. ქალაქის სხვადასხვა უბანში მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საინჟინრო ნაწილის ძირითადი გზების, ქუჩების მშენებლობის განსახორციელებლად აღნიშნული ქუჩის გაგრძელების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მზადაა, მიმდინარეობს საკომპენსაციო თანხების დათვლა.

- კახაბრის უბნის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდა და მიმდინარეობს შემდეგი სამუშაოების წარმოება:
✔️შარაშიძის ქუჩის N32-დან N40-მდე მონაკვეთისა და ზედაღელის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები.
✔️ფრ. ხალვაშის მე-8 ჩიხის კეთილმოწყობის სამუშაოები.
✔️გოდერძი ჩოხელის ქუჩისა და I, II და III ჩიხების, გოდერძი ჩოხელის ქ. N35-დან N41-მდე გარე განათების მოწყობის სამუშაოები.
✔️შარაშიძის ქ. N34-ის მიმდებარედ სანიაღვრე არხების მოწყობა.
✔️ზედაღელის დასახლება N51-დან N61-მდე ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოებ.;
✔️თოდოგაურის დასახლებაში წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები;
✔️მაჭახლის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები.
✔️ზედაღელის დასახლება N7-ის მიმდებარედ დამცავი კედლის მოწყობა;
✔️კახაბრის ქუჩის გარე განათების მოწყობის სამუშაოები.
✔️შეკეთდა დასახლებაში არსებულ ქუჩებზე დაზიანებული გარე განათება.
✔️გზების მონაკვეთების ბეტონირებაზე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაოები, ასევე გაფორმებულია ახალი ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია კახაბრის დასახლებაში გზების დაზიანებული მონაკვეთების ბეტონირების სამუშაოები.