ჯავახიშვილის ადმინისტრაციული ერთეული

მერთან შეხვედრები

დაწყების თარიღი: 2018-10-25

დასრულების თარიღი: 2018-10-25

ლაშა კომახიძის შეხვედრა ჯავახიშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში


- გელაძის ქუჩა:
✔️უხვი ნალექის დროს იტბორება ქუჩა. კეთილმოწყობის სამმართველოს სპეციალისტებმა შეისწავლეს საკითხი, რის შემდეგაც დადგინდა, რომ პრობლემა გამოწვეულია ავტოგასამართ სადგურ „სოკარის“ მიერ ბაგრატიონის ქუჩაზე არსებულ არხზე ნაწარმოები სამუშაოებით. უახლოეს დღეებში გატარდება შესაბამისი ღონისძიებები პრობლემის აღმოსაფხვრელად. ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია გათვალისწინებულია 2019 წლის ბიუჯეტში.

- ლერმონტოვის ქ. #107გ:
✔️ეზოს კაპიტალური კეთილმოწყობა (მათ შორის, ასფალტის საფარის რეაბილიტაცია, ბორდიურების, ტრენაჟორების, მოედნისა და საკანალიზაციო სისტემის შეკეთება) განხორციელდება 2019 წელს.

- ჯავახიშვილის ქ. #49:
✔️სახლის მიმდებარედ, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე კვირის ბოლომდე გაიცელება და მოწესრიგდება ტერიტორია. სანდასუფთავების სამსახური დამატებით ყოველთვიურად ეზოს დაგვა-დასუფთავებას განახორციელებს.

- ჯავახიშვილის ქ. #80:
✔️საცხოვრებელი კორპუსის უკანა მხარეს არსებული ტერიტორიის მერიის ბალანსზე გადმოცემის შემთხვევაში, სკვერის მოწყობა გათვალისწინებული იქნება 2019 წლის ბიუჯეტში.

- ჯავახიშვილის ქ. #74:
✔️სახლის უკანა მხარეს ტერიტორია არის დაბალი და სარდაფში ხდება წყლის ჩადინება. საკითხი ადგილზე იქნება შესწავლილი კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ და გატარდება შესაბამისი ღონისძიებები პრობლემის აღმოსაფხვრელად.

 - ბაგრატიონის ქ. #111:
✔️საცხოვრებელი კორპუსის არსებული პროექტის გათვალისწინებით სადარბაზოებში ლიფტით სარგებლობა შესაძლებელია კორპუსის მეორე სართულიდან. პირველი სართული წარმოადგენს კერძო საკუთრებას და შესაბამისად ლიფტის შახტა არ არსებობს და ტექნიკურად შეუძლებელია ლიფტის მოძრაობა პირველი სართულიდან. საცხოვრებელი სახლის სახურავის შესაცვლელად ამხანაგობას არ მოუმართვას მერიისთვის თანადაფინანსების პრინციპით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, რის შესახებაც მას განემარტა.

- ოძელაშვილის ქ. #20:
✔️ეზოს სანიაღვრე სისტემის დამატებითი ხაზის გაკეთება გათვალისწინებული იქნება 2019 წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

- ლერმონტოვის ქ. #94ა:
✔️ეზოში ატრაქციონის დადგმა გათვალისწინებული იქნება 2019 წელს. ეზოში მდგარი დამწვარი ბარაკი წარმოადგენს კერძო საკუთრებას, რის გამოც ვერ ხერხდება მისი დემონტაჟი. საკითხი დამატებით შესწავლილი იქნება მერიის წარმომადგენლების მიერ და მესაკუთრესთან შეთანხმებით დაიგეგმება საჭირო ღონისძიებები.

- ლერმონტოვის ქ. #107ზ:
✔️სახლის ავარიულობა დადგენილია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. მოსახლეობა აწარმოებს მოლაპარაკებას ინვესტორთან. მერიის მიერ მოსახლეობას განემარტა კანონით დადგენილი რეგულაციები და გამოიხატა მხარდაჭერა საკითხის გადასაჭრელად.

- ს. ხიმშიაშვილის ქ. #94-96:
✔️საცხოვრებელი კორპუსები ავარიულია. მოსახლეობას ესაჭიროება დახმარება ინვესტორის მოძიებაში. ბათუმის მერია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გაუწევს მოსახლეობას სათანადო დახმარებას.

- ლერმონტოვის ქ. #107ვ:
✔️საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში მწყობრიდან გამოსული წყალარინების სისტემა შეკეთდა შპს „ბათუმის წყლის“ სპეციალისტების მიერ. ამ ეტაპზე პრობლემა არ ფიქსირდება. საჭიროების შემთხვევაში მოხდება სისტემის კაპიტალური მოწყობა.

- ლერმონტოვის ქ. #107ლ:
✔️საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში დგება წყალი. მიმდინარეობს სარდაფებისა და სხვენის გადაცემა ამხანაგობაზე, რის შემდეგაც ამხანაგობას მიეცემა შესაძლებლობა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების პრინციპით ისარგებლოს და აღმოიფხვრას პრობლემა.

- ჯავახიშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდა და მიმდინარეობს შემდეგი სამუშაოები:
✔️ლადო ასათიანისა და აკადემიკოს ვახტანგ შამილაძის ქუჩების კეთილმოწყობა
✔️ჯავახიშვილის ქუჩა #70-74-ის მიმდებარედ სკვერის განათება
✔️საცხოვრებელი კორპუსების (იაფი სახლი) მშენებლობა
✔️ლადო ასათიანის ქ. #27-ში მდებარე მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობა
✔️ლადო ასათიანის ქ. #27-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე ავტოსადგომის მოწყობა
✔️ლერმონტოვის ქ. #107ჟ-ში სარდაფის წყალარინების სისტემის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები.
✔️ჯავახიშვილის ქ. #72-სა (1 სადარბაზო) და ჯავახიშვილის ქ. #75-ში (1-6-მდე სადარბაზოები) მდებარე საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების გადახურვის ფილის სარემონტო სამუშაოები
✔️ჯავახიშვილის ქ. #45-სა და ლერმონტოვის ქ. #107ე-ში არსებულ ეზოებში დისტანციური პულტით მართვადი ბარიერის მოწყობა ვერტიკალური გაღებით
✔️ბაგრატიონის ქ. #111-ში მრავალსართულიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობისა და კომუნალური სისტემის მოწესრიგება
✔️ბაგრატიონის ქ. #111-ში მრავალსართულიანი სახლების ეზოებში გარე განათების მოწყობა
✔️ჯავახიშვილის ქ. #53, #55, #61, #63, #65, #69, #73, #75-სა ლერმონტოვის ქ. #106ა-ში საცხოვრებელ სახლზე დაზიანებული აზბესტის ფურცლების ნაცვლად ლითონის პროფილური ფურცლის აკვრა.