გონიო-კვარიათის ადმინისტრაციული ერთეული

მერთან შეხვედრები

დაწყების თარიღი: 2018-07-22

დასრულების თარიღი: 2018-07-22

ლაშა კომახიძის შეხვედრა გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში


- ძირითადი პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში მოსახლეობას მოუგვარებელი აქვს, სასმელი წყლით უზრუნველყოფაა. პრობლემის მოგვარების მიზნით:
✔️ამ ეტაპზე დასრულებულია საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავება, ხოლო აგვისტოს თვეში სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი.
✔️გონიოში უკვე ბათუმის მერიამ შეიძინა 1,646 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ზღვის დონიდან 45 მ-ზე, სადაც 2000 კუბური მეტრი მოცულობის წყლის რეზერვუარის მშენებლობა იგეგმება.
✔️ ამავე პროექტის ფარგლებში მოეწყობა 5 კილომეტრამდე წყლის გადამცემი მაგისტრალის მეჯინისწყლიდან კვარიათის წყალმომარაგების რეზერვუარამდე.
✔️პროექტის განხორციელების შემდეგ 700-ზე მეტი აბონენტი უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
✔️ სამუშაოების დაწყება 2019 წლის პირველ კვარტალში იგეგმება.

- გონიო -კვარიათის გზების რეაბილიტაციიასთან დაკავშირებით, კონტრაქტორის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევების გამო შეწყდა არსებული კონტრაქტი, რის გამოც გაჭიანურდა საკითხი. პრობლემის მოგვარების მიზნით:
✔️ჩატარდა სამხარაულის ექსპერტიზა არსებულ მდგომარეობასთან მიმართებაში.
✔️კორექტირება შევიდა არსებულ საპროექტო დოკუმენტაციაში.
✔️ახალი ტენდერი გამოცხადდება აგვისტოს დასაწყისში.
✔️სექტემბრის თვიდან განახლდება გონიო-კვარიათში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

- გონიო-კვარიათის მოსახლეობისთვის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება:
✔️ქ. ბათუმის მერიის მიწის აღიარების კომისიის მუშაობის შედეგად, უკანასკნელი 10 თვის განმავლობაში 40 ოჯახისთვის მიწაზე საკუთრების უფლების აღდგენა წარმატებით დასრულდა, ხოლო 20-ზე მიმდინარეობს საქმისწარმოება. პროცესი გაგრძელდება უწყვეტი ტემპით, რათა კანონის ფარგლებში, ყველამ შეძლოს კანონით მინიჭებული უფლების აღდგენა.

-გონიო-კვარიათის სანაპირო ზოლზე, შტორმის შედეგად რეგულარულად ხდება გარე განათების კომუნიკაციის გამორეცხვა/დაზიანება, რასაც თან ერთვის მოქალაქეების მხრიდან სადენების თვითნებურად მოხსნის ფაქტები. ამ მიზეზით, გარე განათება გათიშულია და მოითხოვს რეაბილიტაციას. პრობლემის მოგვარების მიზნით:
✔️შემუშავებულია საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
✔️ტენდერი გამოცხადდება აგვისტოს დასაწყისში.
✔️სამუშაოების წარმოება იგეგმება აგვისტოს ბოლოდან.

-ავგიის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწესრიგება, ჩამოსხმა და მისი დახურვით გზის სავალი ნაწილის გაფართოება;
✔️პროექტის და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება იგეგმება მიმდინარე წელს.
✔️სამუშაოების განხორციელება გათვალისწინებული იქნება 2019 წლის ბიუჯეტში.

- ანდრია პირველწოდებულის ქუჩაზე, 1-ელ შესახვევში სანიაღვრე არხის მოწესრიგებისა და დაერთების საკითხი:
✔️ანდრია პირველწოდებულის ქუჩაზე, 1-ელ შესახვევში მოეწყო სანიაღვრე არხი;
✔️სანიაღვრე არხის დარულების მიზნით, ორი კვირის ვადაში გადაიჭრება ცენტრალური გზატკეცილი და დაერთდება ზღვაში გამავალ სანიაღვრე არხზე.

- გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდა და მიმდინარეობს შემდეგი სამუშაოები:
✔️გონიოში, ხოფჩოდან წამოსული წყლის რეზერვუარზე შეიცვალა მილი. 
✔️იმავე რეზერვუარზე 32 მმ დიამეტრის მილის დამატებით ჩაეშვა წყალი. ეს ზრდის წყლის დებეტს და საშუალებას იძლევა წყალი მოსახლეობას გახანგრძლივებული გრაფიკით მიეწოდოს.
✔️გონიოში, მე-3 ბრიგადის ტერიტორიაზე გამანაწილებელი ქსელის 128 მეტრი 63 მმ დიამეტრის მილის შეცვლა განხორციელდა.
✔️პატარა ჭოროხზე, აფსაროსის მე-2 შესახვევში და ჩიხში მიმდინარეობს სანიაღვრე არხის გაწმენდითი სამუშაოები. სამუშაოების წარმოებისთვის 1 თვიანი პერიოდი ივარაუდება.
✔️26 ქუჩის მონაკვეთზე მიმდინარეობს გარე განათების მოწყობის სამუშაოები.

- აგვისტოს თვიდან, ბიუჯეტში ცვლილების შეტანის გზით, გონიო - კვარიათში დაემატება შემდეგი ტიპის სამუშაოები:
✔️ სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის მიზნით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებების გატარება (ფერდსამაგრი კედლების ჩამოსხმა, ხიდ-ბოგირების მოწყობა და ა.შ.).
✔️გზების მონაკვეთების ბეტონირების სამუშაოები.