ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეული

მერთან შეხვედრები

დაწყების თარიღი: 2018-10-21

დასრულების თარიღი: 2018-10-21

ლაშა კომახიძის შეხვედრა ძველი ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში


-დემეტრე თავდადებულის ქ. #6:
✔️წყალარინების სისტემა მდებარეობს ამხანაგობის ტერიტორიაზე, თუმცა გაჭედვის შემთხვევაში ირეცხება შპს „ბათუმის წყლის“ მიერ. მოსახლეობის თხოვნა გულისხმობს მილის დიამეტრის გაზრდასა და ახალი ჭის მოწყობას, რაც გათვალისწინებული იქნება 2019 წლის ბიუჯეტში.

-კოსტავას ქ. #10:
✔️ამხანაგობის ტერიტორიაზე მოსახლეობას ესაჭიროება 6 ერთეული ჭის შეკეთება. რადგანაც ჭები და მილები მდებარეობს ამხანაგობის ტერიტორიაზე, სავალდებულოა ოფიციალური მიმართვა საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსადმი.

-ჟორდანიას ქ. #26:
✔️საცხოვრებელი სახლის სახურავის შესაცვლელად ამხანაგობას არ მოუმართვას მერიისთვის თანადაფინანსების პრინციპით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, რის შესახებაც განემარტათ. ამხანაგობის მიერ, საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები გათვალისწინებული იქნება 2019 წლის ბიუჯეტში.

- დემეტრე თავდადებულის ქ. #35:
✔️მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით განხორციელდა ხის გასხვლა-გადაბელვა.

- კ. გამსახურდიას ქ. #33:
✔️სახლის სადარბაზოს სენსორული განათება და ეზოში ატრაქციონების დამონტაჟება განხორციელდება მიმდინარე წლის ნოემბერში.

- ბარათაშვილის ქ. #1:
✔️მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, შესწავლილია ავტომობილების პარკირების საკითხი და მიმდინარეობს მოკვლევა მიწისქვეშა შლაგბაუმის დამონტაჟების მიზნით.

- ახმეტელის ქ. #9:
✔️მოსახლეობის ძირითად პრობლემას წარმოადგენს ძველი ამორტიზებული სანაგვე ბუნკერი. მოქმედი რეგულაციებით სანაგვე ბუნკერის გასაუქმებლად საჭიროა აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სრული თანხმობა, 8 ოჯახი კი, ნაგვის ბუნკერის გაუქმების წინააღმდეგია. მიმდინარეობს იურისტების მიერ საკითხის შესწავლა პრობლემის გადაჭრის გზების მოძიების მიზნით.

- ძველი ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდა და მიმდინარეობს შემდეგი სამუშაოები:
✔️ქ. ბათუმში ახმეტელის ქ. #1-3-5-ში საცხოვრებელი სახლებისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარედ არსებული სკვერის დეკორატიული ღობით მოწყობის სამუშაოები
✔️მ. აბაშიძის ქ. #1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები
✔️ბარათაშვილის ქ. #29-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში დისტანციური პულტით მართვადი ბარიერის მოწყობა
✔️ფარნავაზ მეფის ქ. #40-სა და ჟორდანიას ქ. #22-ში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოსა და კომუნალური სისტემების მოწყობა
✔️ახმეტელის ქ. #9-ში, ქუთაისის ქ. #3-5-ში, ზუბალაშვილის ქ. #20-ში, ქუთაისი/საიათნოვას ქ. #21/10-ში, ლუკა ასათიანის ქ. #2/27 -ში, კ. გამსახურდიას ქ. #36-სა და ფარნავაზ მეფის ქ. #105-ში საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებში კარებისა და ელექტრონული საკეტების მოწყობა
✔️ბარათაშვილის ქ. #4-ში, ჭავჭავაძის ქ. #6/8-ში, ჟორდანიას ქ. #22-ში, ფარნავაზ მეფის ქ. #6/8-ში, დემეტრე თავდადებულის ქ. #35-ში, მელაშვილის ქ. #13-ში, საიათნოვას ქ. #3-სა და ვაჟა-ფშაველას ქ. #39-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში გარე განათების მოწყობა
✔️გორგასლის ქ. #50-ში საცხოვრებელ სახლზე დაზიანებული აზბესტის ფურცლების ნაცვლად ლითონის პროფილური ფურცლის აკვრა.