ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციული ერთეული

მერთან შეხვედრები

დაწყების თარიღი: 2018-08-22

დასრულების თარიღი: 2018-08-22

ლაშა კომახიძის შეხვედრა ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციული ერთეულში


- ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებს, არის გარევაჭრობა. პრობლემის მოგვარების მიზნით:
✔️გარემოვაჭრეებს პირადად შევხვდი და ალტერნატიულ ფართში გადასვლა შევთავაზე გარკვეული შეღავათებით. ასევე არაერთი შეხვედრა შედგა გარემოვაჭრეებსა და მერიის წარმომადგენლებს შორის. (ა)იპ „მუნიციპალური სერვისების სააგენტოს“ მონიტორინგის ჯგუფის თანამშრომლებისა და მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების თანამშრომლების მიერ ხორციელდება რეგულარული რეიდები პრობლემის აღმოფხვრის მიზნით. შედგა შეხვედრა ბაზრის მეპატრონესთან, ადგილების გამოყოფის საკითხთან დაკავშირებით, რაზეც გამოითქვა თანხმობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარემოვაჭრეებთან მუშაობა ბაზრის ეზოში გადასვლასთან დაკავშირებით.

- შავშეთის ქ. N29 ე.წ. „შანხაის“ დასახლება:
✔️შავშეთის ქ.N29-ში მდებარეობს ავარიული კორპუსები და ბარაკები ე.წ. „შანხაის დასახლება“. 2 ორსართულიანი კორპუსი - 91 ოჯახი და 28 ცალკე მდგომი ბარაკი - 44 ოჯახი. არის სხვადასხვა ზომის ბინები (14 კვ.მ.-დან 106 კვ.მ.-მდე) საერთო ფართით 4 132,3 კვ.მ. მოთხოვნილი ფართი - 5 978 კვ.მ., მთლიანი ტერიტორიის საერთო ფართი დაურეგისტრირებელი მიწის ჩათვლით - 7 222 კვ.მ. (4094 დარეგისტრირებული; 3128კვ.მ. დაურეგისტრირებელი). მიმდინარეობს ინვესტორების მოძიება და მოლაპარაკება. მერის მუშაობს სხვა ალერნატიული ვარიანტებზეც.

- ნიჟარაძის ქ. N34, დამბის პრობლემა:
✔️დამბა მოწყობილია გზების დეპარტამენტის მიერ მიერ. მოსახლეობის მოთხოვნაა, დამატებით 50 მეტრის დამბის მშენებლობა. მერიის მხრიდან გზების დეპარტამენტს გაეგზავნა შუამდგომლობის წერილი.

- სვიშევსკის ქუჩისა და ჩიხების კეთილმოწყობა:

✔️სვიშევსკის ქუჩისა და ჩიხების კეთილმოწყობის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მზადაა და განხილული იქნება 2019 წლის ბიუჯეტის შედგენისას.

- გოგოლის ქუჩის პრობლემა:

✔️გოგოლის ქუჩის სავალ ნაწილზე რკინა-ბეტონის ფილები არის ამორტიზებული. გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შეღავათიანი სესხის ფარგლებში დაგეგმილია საკანალიზაციო სისტემის გაყვანა გოგოლის ქუჩის გავლით, რომლის დროსაც მოხდება ფილების დემონტაჟი. საკანალიზაციო სისტემის გაყვანის შემდეგ, გზის სავალი ნაწილის აღდგენისას გამოყენებული იქნება ვარგისი ფილები, დანარჩენ მონაკვეთში აღდგენა მოხდება ასფალტის საფარის დაგების გზით.

- შავშეთის ქ. N7 ეზო:
✔️ეზო ქუჩასთან მიმართებაში დაბალ ნიშნულზეა, რის გამოც წვიმების დროს მუდმივად იტბორება. შპს „ბათუმის წყალის“ სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს შავშეთის ქუჩაზე გამავალ ცენტრალურ კოლექტორზე სანიაღვრე სისტემის დაერთების შესაძლებლობის შესწავლა, რის შემდეგაც განხორციელდება სამუშაოები.

- ბონი-გოროდოკის დასახლების უბნის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდა და მიმდინარეობს შემდეგი სამუშაოები:
✔️დასრულდა სვიშევსკის ქ. N1-ში მდებარე N19 საბავშვო ბაღის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები.
✔️დასრულდა ბონის ქუჩების კეთილმოწყობა.
✔️მიმდინარეობს ნიჟარაძის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები.
✔️მიმდინარეობს მაიაკოვსკის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები.
✔️მიმდინარეობს მაიაკოვსკის ქუჩაზე წყლის და კანალიზაციის სისტემების მოწყობის სამუშაოები.
✔️ფორმდება ხელშეკრულება ე.წ. გოროდოკის დასახლების ქუჩების კეთილმოწყობაზე და მიმდინარე წელსვე დაიწყება სამუშაოები.
✔️ცხადდება ტენდერი სერგი მესხის ქუჩის კეთილმოწყობაზე და მიმდინარე წელსვე დაიწყება სამუშაოები.