ბაგრატიონის (ორი) ადმინისტრაციული ერთეული

მერთან შეხვედრები

დაწყების თარიღი: 2018-10-23

დასრულების თარიღი: 2018-10-23

ლაშა კომახიძის შეხვედრა ბაგრატიონი 2-ის ადმინისტრაციულ ერთეულში


- გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა:
✔️აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში ძირითად პრობლემას წარმოადგენს ამორტიზებული გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა. გასულ კვირას გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) შეღავათიანი სესხის ფარგლებში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე ახალი სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობასთან დაკავშირებით ჩატარდა ტენდერი. სამუშაოები დაიწყება მიმდინარე წელს, ხოლო ქუჩის კეთილმოწყობა 2019 წელს განხორციელდება.

- ბაგრატიონის ქ. #196:
✔️სტადიონის დაზიანებული ლითონის ბადე შესაბამისი სამსახურის მიერ ნოემბერში შეკეთდება. ნოემბერშივე გაიწმინდება კორპუსის წყალსაწრეტი მილები მტვრისაგან, ხოლო ეზოში არსებული გამხმარი ხე მოიჭრება უახლოეს დღეებში.

- ტბ. აბუსერიძის ქ. #3/9:
✔️საცხოვრებელი სახლის სარდაფში წყალარინების სისტემის შესაცვლელად ამხანაგობის მიერ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მზად არის. ამხანაგობის წევრების განმარტებით, სრულდება თანხის შეგროვება. ბათუმის მერიაში ამხანაგობა შესაბამის დოკუმენტაციას წარმოადგენს თანადაფინანსების პრინციპით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. ეზოში 2 ერთეული სანაგვე ურნის განთავსება განხორციელდება უახლოეს დღეებში.

- მელიქიშვილის ქ. #87:
✔️საცხოვრებელ კორპუსზე დაზიანებული წყალსაწრეტი და წყალშემკრები მილები შეკეთდება მიმდინარე წლის ბოლომდე.

- პუშკინისა და ბერიძის ქუჩების კვეთა:
✔️პუშკინისა და ბერიძის ქუჩების კვეთაში მდებარე საერთო სარგებლობის ეზო მოუწესრიგებელია, დგება წყალი. კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ განხორციელდება დეტალური შესწავლა, რის შემდეგაც შედგება ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 2019 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად. მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, მერიის მიერ გაიწია შუამდგომლობა სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ ეზოში არსებული კაბელების მოწესრიგების თაობაზე.

- გიორგი ბრწყინვალეს ქ. #116:

✔️გიორგი ბრწყინვალეს ქ. #116-ის მიმდებარედ ვიწრო ჩიხში გარე განათების მოსაწყობად კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ უახლოეს დღეებში დაისახება განსახორციელებელი საჭირო ღონისძიებები.

- პუშკინის ქ. #35 დ:
✔️ფიქსირდება წყალარინების სისტემის ხშირი გაუმართაობა, რაც გამოწვეულია მიმდებარედ საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებზე ცხიმდამჭერის არქონით. ობიექტის მეპატრონეები გაფრთხილდნენ, მათ მიერ ცხიმდამჭერის მოწყობის თაობაზე. საკითხი აყვანილია კონტროლზე. შპს „ბათუმის წყლის“ მიერ მზადდება ცხიმდამჭერების არსებობის აუცილებლობის შესახებ ინიციატივა საკრებულოში წარსადგენად.

- დემეტრე თავდადებულის ქ. #67:
✔️ინვესტორის მიერ დაუსრულებელ სახლთან დაკავშირებით, უშუალოდ ბათუმის მერისა და ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურების სპეციალისტების მიერ, მოსახლეობას გაეწია კონსულტაცია მათ მიერ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების შესახებ.

- ბაგრატიონი 2-ის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდა და მიმდინარეობს შემდეგი სამუშაოები:
✔️კომახიძის, სევასტოპოლის, ჩოლოყაშვილის, ჯავახიშვილის, თაყაიშვილისა და გრიბოედოვის ქუჩების კეთილმოწყობა
✔️ჯავახიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა
✔️ტბ. აბუსერიძის ქ. #3/9-ში მდებარე მრავალსართულიანი/მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები
✔️ბაგრატიონის ქ. #196-ში სარდაფის წყალარინების სისტემის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები
✔️გრიბოედოვის ქ. #51/55-ში მდებარე მრავალსართულიანი/მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების კომუნალური სისტემის შეცვლის სამუშაოები
✔️ჭავჭავაძის ქ. #121-ში ( I და II სადარბაზო) არსებული ამორტიზებული ვიტრაჟების შეცვლის სამუშაოები
✔️ბაგრატიონის ქ. #138-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის I სადარბაზოში პანდუსის მოწყობა
✔️ლერმონტოვის ქ. #46-ში, #57-ში, მელიქიშვილის ქ. #79-ში, სელიმ ხიმშიაშვილის ქ. #37-ში, ჰაიდარ აბაშიძის ქ. #45-სა და პუშკინის ქ. #100-ში მრავალსართულიანი სახლების ეზოებში გარე განათების მოწყობა.