ბაგრატიონის (ერთი) ადმინისტრაციული ერთეული

მერთან შეხვედრები

დაწყების თარიღი: 2018-10-05

დასრულების თარიღი: 2018-10-05

ლაშა კომახიძის შეხვედრა ბაგრატიონი 1-ის ადმინისტრაციულ ერთეულში


- წერეთელის ქ. N44/46:
✔️ძირითად პრობლემას წარმოადგენს უკანონო გარევაჭრობა. მერიის არაერთი გაფრთხილებისა და შეთავაზების მიუხედავად, უკანონო გარემოვაჭრეების მიერ არ მოხდა ტერიტორიის დაცლა. ქ. ბათუმის მერია შესაბამის სამსახურებთან ერთად აქტიურად მუშაობს პრობლემის გადაჭრის გზებზე. ხშირად იჭედება საკანალიზაციო სისტემა, რაც გამოწვეულია საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებზე ცხიმდამჭერის არქონით. ობიექტის მეპატრონეები გაფრთხილდნენ, რათა მათ მიერ მოხდეს ცხიმდამჭერის მოწყობა. საკითხი აყვანილია კონტროლზე. შპს „ბათუმის წყლის“ მიერ მზადდება ცხიმდამჭერების ქონის აუცილებლობის შესახებ ინიციატივა საკრებულოში წარსადგენად.

- ბესიკის ქ. N42:
✔️საცხოვრებელ კორპუსზე წყალშემკრები ღარები არის მცირე დიამეტრის, დიდი წვიმების დროს წყალი გადმოდის ფასადზე და იწვევს ბინების დანესტიანებას. კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ შესწავლილია საკითხი, ახალი წყალშემკრები მილების დამონტაჟება განხორციელდება წლის ბოლომდე.

- ბესიკის ქ. N44:
✔️საცხოვრებელი სახლის ლიფტის შესაცვლელად ამხანაგობას არ მოუმართვას მერიისთვის თანადაფინანსების პრინციპით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, რის შესახებაც განემარტათ. საბავშვო ატრაქციონის კაუჩუკის საფარით მოწყობა გათვალისწინებული იქნება კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ და შესრულდება პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო სამუშაოები.

- ანდრონიკაშვილის შესახვევი N8:
✔️ვიზუალური დათვალიერებით სახლი არის ავარიული. მერიის დაკვეთით „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ სპეციალისტების მიერ შემოწმებულ იქნება სახლი. ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის შემდეგ განიხილება შემდგომში გასატარებელი ღონისძიებები.

- სულაბერიძისა და ქობულეთის ქუჩების კვეთა:
✔️მოსახლეობის მოთხოვნაა სულაბერიძისა და ქობულეთის ქუჩების კვეთაში მდებარე სტადიონის დემონტაჟი და მის ადგილას სკვერის მოწყობა. მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით შედგენილია სტადიონის დემონტაჟისა და სკვერის მოწყობის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და გათვალისწინებული იქნება 2019 წლის ბიუჯეტის შედგენისას.

- ანდრონიკაშვილის შესახვევი N49ა:
✔️საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ განლაგებულ სტადიონს ჩაუტარდება სარემონტო სამუშაოები წლის ბოლომდე.

- პუშკინის ქ. N35დ:
✔️ხშირად იჭედება საკანალიზაციო სისტემა, რაც გამოწვეულია მიმდებარედ საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებზე ცხიმდამჭერის არქონით. ობიექტის მეპატრონეები გაფრთხილდნენ, რათა მათ მიერ მოხდეს ცხიმდამჭერის მოწყობა. საკითხი აყვანილია კონტროლზე. შპს „ბათუმის წყლის“ მიერ მზადდება ცხიმდამჭერების ქონის აუცილებლობის შესახებ ინიციატივა საკრებულოში წარსადგენად.

- 9 მარტის ქ. N14:
✔️საცხოვრებელი სახლის სახურავის შესაცვლელად ამხანაგობას არ მოუმართვას მერიისთვის თანადაფინანსების პრინციპით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, რის შესახებაც განემარტათ.

- ბაგრატიონი 1-ის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდა და მიმდინარეობს შემდეგი სამუშაოები:
✔️ბესიკის ქუჩისა და ბესიკის შესახვევის კეთილმოწყობა
✔️ანდრონიკაშვილის ქუჩისა და ანდრონიკაშვილის შესახვევის კეთილმოწყობა
✔️კომახიძის ქუჩისა და სევასტოპოლის ქუჩის კეთილმოწყობა
✔️ლუკა ასათიანის ქუჩის კეთილმოწყობა
✔️სოხუმის ქუჩის რეაბილიტაცია
✔️ჩოლოყაშვილის ქუჩის კეთილმოწყობა
✔️ქობულეთის ქუჩის კეთილმოწყობა
✔️ქობულეთის ჩიხის კეთილმოწყობა
✔️ქედის ქუჩის კეთილმოწყობა
✔️ლომონოსოვის ქუჩის კეთილმოწყობა
✔️26 მაისის ქ. N63-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები
✔️ბაქოს ქ. N74-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები
✔️26 მაისის ქ. N68-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში დისტანციური პულტით მართვადი ბარიერის მოწყობა
✔️ბესიკის ქ. N42-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში დისტანციური პულტით მართვადი ბარიერის მოწყობა
✔️ლუკა ასათიანის ქ. N71-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში დისტანციური პულტით მართვადი ბარიერის მოწყობა
✔️გიორგი ბრწყინვალეს ქ. N48-ში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს კეთილმოწყობა და კომუნალური სისტემების მოწყობა
✔️წერეთლის შესახვევის N1-ში საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებში კარებისა და ელექტრონული საკეტების მოწყობა
✔️26 მაისის ქ. N72-ში საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებში კარებისა და ელექტრონული საკეტების მოწყობა
✔️დემეტრე თავდადებულის ქ. N83-ში საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებში კარებისა და ელექტრონული საკეტების მოწყობა
✔️წერეთელის ქ. N6-ში საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებში კარებისა და ელექტრონული საკეტების მოწყობა
✔️ჭავჭავაძის ქ. N39/47-ში საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებში კარებისა და ელექტრონული საკეტების მოწყობა
✔️ჭავჭავაძის ქ. N9-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში გარე განათების მოწყობა
✔️ლუკა ასათიანის ქ. N62-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში გარე განათების მოწყობა
✔️მელიქიშვილის ქ. N79-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში გარე განათების მოწყობა
✔️ვაჟა-ფშაველას ქ. N81-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში გარე განათების მოწყობა
✔️იმედაშვილის ქ. N16-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში გარე განათების მოწყობა
✔️პუშკინის ქ. N39-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში გარე განათების მოწყობა
✔️26 მაისის ქ. N55/57-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში გარე განათების მოწყობა
✔️შავშეთის ქ. N74-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში გარე განათების მოწყობა
✔️ბაქოს ქ. N52-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში გარე განათების მოწყობა
✔️ზ. ბერიძის ქ. N6-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში გარე განათების მოწყობა.