აღმაშენებლის ადმინისტრაციული ერთეული

მერთან შეხვედრები

დაწყების თარიღი: 2018-10-11

დასრულების თარიღი: 2018-10-11

ლაშა კომახიძის შეხვედრა აღმაშენებლის ადმინისტრაციულ ერთეულში


- ტაბიძის ქ. №9:
✔️კორპუსის უკანა ეზოს გაზონიდან განხორციელდა საკანალიზაციო ჭების გატანა. შპს „ბათუმის წყლის“ მიერ ამოიტუმბა სარდაფიდან 40 კბ.მ. წყალი. მიმდინარეობს მონიტორინგი.

- გაგარინის ქუჩა სანიაღვრე არხის გაწმენდა:
✔️გასაწმენდია სანიაღვრე არხი 200 გრძ. მ. სიგრძის ოდენობით, სამუშაოები დასრულდება მიმდინარე თვის ბოლომდე.

- აღმაშენებლის ქ. #30:
✔️მიმდინარეობს სარდაფიდან წყლის ამოტუმბვა, დასათვალიერებელია სარდაფი, რაც შესრულდება ამოტუმბვის დასრულების შემდეგ და განისაზღვრება პრობლემის აღმოსაფხვრელად გასატარებილი ღონისძიებები.

- გენ. ა. აბაშიძის ქ. #45:
✔️სარდაფი შემოწმდა შპს „ბათუმის წყლის“ სპეციალისტების მიერ, სარდაფში დატოვებულია მილი, რომელიც დაერთებულია სანიაღვრე არხზე და წვიმის დროს წყალი ბრუნდება სარდაფში. განემარტთ, რომ დაილუქოს მილი.

- ზედაღელის დასახლება - ტერიტორიის სიმცირის გამო ვერ ბრუნდება ავტობუსი:
✔️პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა 10–12 გრძ. მ. 1000 მმ დიამეტრის მილის მონტაჟი არსებულ სანიაღვრე არხში და ტერიტორიის მოსწორება. სამუშაოს სირთულის გათვალისწინებით ზემოაღნიშნული განხორციელდება მიმდინარე წლის ბოლომდე.

- ხახულის მე-2 შესახვევი:
✔️მიმდინარე წელს კეთდება ხახულის მე-2 შესახვევში 2 ხიდი. გზის კეთილმოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მზადა არის და შესაბამისად, გზის კეთილმოწყობა გათვალისწინებული იქნება 2019 წლის ბიუჯეტში.

- აღმაშენებლის ქ. #19ა- #24:
✔️საცხოვრებელი სახლის სახურავის შესაცვლელად ამხანაგობას არ მოუმართვას მერიისთვის თანადაფინანსების პრინციპით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, რის შესახებაც განემარტათ. ამხანაგობის მიერ ა(ა)იპ „კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოში“ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სამუშაოები გათვალისწინებული იქნება 2019 წლის ბიუჯეტში.

- ტაბიძის ქ. #37:
✔️ატრაქციონის ძირების კაუჩუკის საფარით მოწყობა და ეზოს ორმულების შეკეთება განხორციელდება მიმდინარე წლის ბოლომდე.

- აღმაშენებლის ქ. #36:
✔️სახლის სადარბაზოს მხრიდან გამოიცვალა წყალშემკრები ღარები, უკანა მხარეს შეცვლა ვერ განხორციელდება დაშენებების გამო.

- გენ. ა. აბაშიძის ქ. #79:
✔️წყალშემკრები ღარები გაკეთდება მიმდინარე წლის ბოლომდე.

- გენ. ა. აბაშიძის ქუჩა ბაგრატიონიდან ლეონიძის ქუჩამდე:
✔️ქუჩის კეთილმოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მზად არის. შესაბამისად, ქუჩის კეთილმოწყობა გათვალისწინებული იქნება 2019 წლის ბიუჯეტში.

- სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები:
✔️ტრენაჟორების შეკეთება: ტაბიძის ქ. #17-ისა და რურუას ქ. #4-ის ეზოებში.
✔️ატრაქციონების ძირების კაუჩუკის საფარით მოწყობა: აღმაშენებლის ქ. #10; 15; 16; 20; 34; 36, ტაბიძის ქ. #5; 17; 23; 27; 29; 35; 37, ლეონიძის ქ. #2.
✔️წყალშემკრები ღარების გამოცვლა და თოვლდამჭერების მონტაჟი: ტაბიძის ქ. #1, რურუას ქ.#1; 9 - სამუშაოები გათვალისწინებული იქნება 2019 წლის ბიუჯეტით და შესაბამისად განხორციელდება მომავალ წელს.

- აღმაშენებელის უბნის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდა და მიმდინარეობს შემდეგი სამუშაოების წარმოება:
✔️სარიტუალო დარბაზ „ჯორჯიასთან“ სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები
✔️აღმაშენებლის ქ. #5-ში მდებარე #11 საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა
✔️აღმაშენებლის ქ. #22ა-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კომუნალური სისტემის შეცვლა
✔️ლეონიძის ქ. #6-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სარდაფში გამავალი წტალარინების სისტემის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები
✔️აღმაშენებლის ქ. #3-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის სადარბაზოში არსებული სამგზავრო ამორტიზირებული ლიფტის დემონტაჟისა და ახალი ელექტრონული ლიფტის მონტაჟის სამუშაოები
✔️ტბ. აბუსერიძის ქ. #38-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში დისტანციური პულტით მართვადი ბარიერის მოწყობა
✔️ტაბიძის ქ. #15, #21, #3-სა და #38-ში საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში კარისა და ელექტრონული საკეტის მოწყობის სამუშაოები
✔️აღმაშენებლის ქ. #7ა, #9, #26-სა და #30 -ში საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში კარისა და ელექტრონული საკეტის მოწყობის სამუშაოები.