აეროპორტის ადმინისტრაციული ერთეული

მერთან შეხვედრები

დაწყების თარიღი: 2018-08-30

დასრულების თარიღი: 2018-08-30

ლაშა კომახიძის შეხვედრა აეროპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში


- აეროპორტის დასახლება #116 სასმელი წყლით უზრუნველყოფის პრობლემა:
✔️შპს „ბათუმის წყალის“ მიერ აგვისტოში დაიწყება წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები, რომელიც მოიცავს მდ. მეჯინისწყლიდან ადლიის ქუჩაზე განთავსებულ სამხედრო ნაწილამდე ახალი წყლის მილის გაყვანას, რაც მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ახალ წყლის მილზე დაერთებას გახდის შესაძლებელს. დასახლებაში წყლისა და წყალარინების სისტემის მოსაწყობად გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შეღავათიანი სესხის ფარგლებში მიმდინარეობს კონცეფციის შემუშავება, რის შემდეგაც განიხილება 5 ფაზაში უშუალოდ სამუშაოების წარმოების საკითხი.

- ფრ. ხალვაშის II ჩიხი:
✔️ფრ. ხალვაშის II ში მოსახლეობის მოთხოვნით განთავსდება ნაგვის ურნა და ფანჩატური.

- ანგისის ქუჩის ბოლო მონაკვეთის ასფალტირება:
✔️ანგისის ქუჩის ბოლო მონაკვეთის ასფალტირებას განახორციელებს შპს „მეტრო“, სამუშაოები განხორციელდება აგვისტოში.

- ქუჩების მოხრეშვა-მოშანდაგება:
✔️20 აგვისტომდე განხორციელდება ელიავას, ზღვისპირისა და გურიელის ქუჩების მოხრეშვა-მოშანდაგების სამუშაოები.

- გენერალ კვინიტაძის ქ. #3:
✔️ვიზუალური დათვალიერებით სახლი არის ავარიული. მერიის დაკვეთით „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ სპეციალისტების მიერ შემოწმდა სახლი. ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის შემდეგ განხილული იქნება შემდგომში გასატარებელი ღონისძიებები.

- ლორთქიფანიძის ქუჩაზე ჯებირთან ტერიტორიის მოწესრიგება:
✔️ლორთქიფანიძის ქუჩაზე ჯებირთან გაიცელა ტერიტორია, სანდასუფთავების მიერ დალაგდა და დასუფთავდა მიმდებარე ტერიტორია.

-ადლიის ქ. #91-ში არსებული სპორტული მოედნის განათება:
✔️ადლიის ქ. #91-ში მდებარე სპორტულ მოედანზე შეიცვალა გარე განათება.

- აეროპორტის ქ. #115-125-ის გარე განათება:
✔️აეროპორტის ქ. #115-125-ის გარე განათების მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მზად არის და გათვალისწინებული იქნება 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის შედგენისას.

- ანგისის 1-ელი შესახვევის, მ. შარაშიძის მე-2 ჩიხის, ივანე მესხის მე-3 ჩიხის მონაკვეთის (#10-დან #26-მდე), აეროპორტის გზატკეცილის (#235-დან #252-მდე), აეროპორტის გზატკეცილისა (#235-დან #252-მდე) და ხიმშიაშვილის ქუჩის (#2-დან #68-მდე) კეთილმოწყობა:
✔️საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მზადაა და გათვალისწინებული იქნება 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის შედგენისას;

- კვინიტაძის ქუჩაზე ტერიტორიის დატბორვა:
✔️კვინიტაძის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობაზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მზადაა და გათვალისწინებული იქნება 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის შედგენისას;

- კახაბრის პირველი ჩიხი სახლი #2:
✔️აღნიშნული ტერიტორია კახაბრის ქუჩასთან არის დაბლა, მიმდებარე ტერიტორიაზე არ არსებობს სანიაღვრე ქსელი. მოსაწყობია 400 გრძ.მ. სიგრძის სანიაღვრე სისტემა. საკითხის დეტალური გამოკვლევის შემდეგ გაცემული იქნება დავალება საპროექტო ორგანიზაციაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად. კახაბრის ქუჩაზე მოსახლეობის მოთხოვნით შპს „სანდასუფთავების“ მიერ განთავსდება სანაგვე ურნა.

- ი. მესხის 1-ელი ჩიხი:
✔️ი. მესხის 1-ელ ჩიხში იტბორება ეზო. მოსაწყობია 400 გრძ.მ. სიგრძის სანიაღვრე სისტემა. საკითხის დეტალური გამოკვლევის შემდეგ გაცემული იქნება დავალება საპროექტო ორგანიზაციაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად.

- ინასარიძის ქ. #24-ის წინ გზის მონაკვეთი:
✔️ქუჩის სავალი ნაწილი არის დარეგისტრირებული ამხანაგობაზე, მოსახლეობასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება მიწის ადგილმონაცვლეობაზე. ფაქტობრივად შემდგარია წინასაწარი შეთანხმება. გაცემულია დავალება საპროექტო ორგანიზაციაზე ქუჩის მონაკვეთის კეთილმოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად.

- აეროპორტის უბნის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდა და მიმდინარეობს შემდეგი სამუშაოების წარმოება:
✔️ადლიის ქუჩის მონაკვეთების (12 მონაკვეთი) კეთილმოწყობის სამუშაოები
ლეხ და მარია კაჩინსკებისა და ანგისის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მოწყობის სამუშაოები
✔️აეროპორტის გზატკეცილის (#192-212) კეთილმოწყობის სამუშაოები
✔️ფრიდონ ხალვაშის მე-2 ჩიხში არსებული ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოები
✔️ანგისის ქუჩის ასფალტირება.