ჯავახიშვილის ადმინისტრაციული ერთეული

ქალაქის მოვლა-პატრონობის მიმდინარე ღონისძიებები

დაწყების თარიღი: 2019-05-15

დასრულების თარიღი: 2020-06-30

ლადო ასათიანის ჩიხის სარეაბილიტაციო სამუშაოები


ლადო ასათიანის ჩიხის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

უკვე დასრულდა სანიაღვრე არხის, ტროტუარებისა და განათების სისტემის მოწყობა. ამ ეტაპზე ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება სრულდება.

პარალელურად, სარეაბილიტაციო სამუშაოები ლუკა ასათიანის ქუჩაზე ხორციელდება, სადაც მიმდინარეობს ბორდიურებისა და ქვაფენილის მოწყობა, ხოლო თევრათ გორგილაძის ქუჩაზე გრუნტის შეცვლის სამუშაოები სრულდება.

ხელშეკრულების ფარგლებში ე.წ. „ჭაობის დასახლებაში“, ბაგრატიონიდან მამია ვარშანიძის ქუჩებს შორის მონაკვეთში, სულ 19 ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდება.

სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და 2020 წლის ივნისში დასრულდება.

პროექტის ღირებულება 7 მილიონ 69 ათას ლარს შეადგენს.