ჯავახიშვილის ადმინისტრაციული ერთეული

ქალაქის მოვლა-პატრონობის მიმდინარე ღონისძიებები

დაწყების თარიღი: 2019-09-02

დასრულების თარიღი: 2019-12-31

ჯავახიშვილის ქუჩის კეთილმოწყობა სრულდება


ჯავახიშვილის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრულდება.

ამჟამად ბაგრატიონიდან ორბელიანის ქუჩის მიმართულებით ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.

პროექტი ტროტუარების, საკომუნიკაციო ჭების, უსინათლოთა და ველო ბილიკების მოწყობას ითვალისწინებს.

ამავე პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა გიორგი ბრწყინვალედან ბაგრატიონის ქუჩამდე მონაკვეთის კეთილმოწყობა.

სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.

პროექტის ღირებულება 2 მილიონ 72 ათას ლარს შეადგენს.