კახაბრის ადმინისტრაციული ერთეული

ქალაქის მოვლა-პატრონობის მიმდინარე ღონისძიებები

დაწყების თარიღი: 2018-10-15

დასრულების თარიღი: 2018-12-25

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხახულისა და ვარშანიძის მე-2 შესახვევების კვეთაში


ხახულისა და ვარშანიძის მე-2 შესახვევების კვეთაში, არსებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს რკინა-ბეტონის ხიდისა და დამცავი კედლების მოწყობას. აღნიშნული ხიდით 100-მდე მაცხოვრებელი ისარგებლებს. სამუშაოები მიმდინარე წლის 26 დეკემბრამდე დასრულდება. პროექტის ღირებულება 279 ათას 901 ლარს შეადგენს. ხახულის მე-2 შესახვევში ასევე დაგეგმილია დამატებითი ხიდის მშენებლობა. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები 21 მისამართზე განხორციელდება.