ბაგრატიონის (ერთი) ადმინისტრაციული ერთეული

ქალაქის მოვლა-პატრონობის მიმდინარე ღონისძიებები

დაწყების თარიღი: 2018-03-20

დასრულების თარიღი: 2019-04-01

ინფრასტრუქტურული სამუშაოები კომახიძის ქუჩაზე


კომახიძის ქუჩაზე, თაყაიშვილისა და სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.აღნიშნულ მონაკვეთზე უკვე გამოიცვალა გრუნტი, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, ბორდიურები და დეკორატიული ფილები.სრული პროექტის ღირებულება 3 მილიონ 890 ათას ლარს შეადგენს.
,,სრულდება ასფალტის საფარის დაგება კომახიძის ქუჩაზე, ჯავახიშვილის ქუჩის მონაკვეთამდე. უახლოეს დღეებში KfW -ს პროექტის ფარგლებში დავიწყებთ ჯავახიშვილისა და ოძელაშვილის ქუჩებს შორის მონაკვეთში წყალარინების სისტემის მოწყობას, პარალელურად კი, ასფალტის საფარის დაგებასა და სავალი ნაწილის მოწესრიგებას. ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება“ - ლაშა კომახიძე.