ჯავახიშვილის ადმინისტრაციული ერთეული

ქალაქის მოვლა-პატრონობის მიმდინარე ღონისძიებები

დაწყების თარიღი: 2015-11-20

დასრულების თარიღი: 2019-05-01

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯავახიშვილის ქუჩაზე


ჯავახიშვილის ქუჩაზე, ბაგრატიონის ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე მონაკვეთში, დასრულდა ქალაქის ძირითადი გამტარი სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში უკვე დაიწყო აღნიშნული ტერიტორიის კეთილმოწყობა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგეგმილია გიორგი ბრწყინვალეს ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე მონაკვეთში, სადაც "ბათუმის წყალი" ახორციელებს მოსახლეობის ახალ ქსელზე დაერთებას.

ამ ეტაპზე სამუშაოები ხორციელდება გიორგი ბრწყინვალედან ბაგრატიონის ქუჩამდე მონაკვეთში. პროექტის ფარგლებში შეიცვალა გრუნტი, მოეწყო საკომუნიკაციო მილები, ჭები, ველო და უსინათლოთა ბილიკები. დამონტაჟდა ბორდიურები და დაიგო დეკორატიული ფილები.