გონიო-კვარიათის ადმინისტრაციული ერთეული

ქალაქის მოვლა-პატრონობის მიმდინარე ღონისძიებები

დაწყების თარიღი: 2018-12-05

დასრულების თარიღი: 2019-06-05

ინფრასტრუქტურული სამუშაოები გონიო-კვარიათში


გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში ქუჩების კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე ხორციელდება:

✅ ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მატათა მოციქულის ქუჩაზე

✅ სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები წმინდა ნინოს ქუჩის I ჩიხში.

პროექტის ფარგლებში, ჯამში 23 მისამართის კეთილმოწყობაა გათვალისწინებული.

სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა 15 მისამართზე.

სამუშაოები 2018 წლის დეკემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ივნისში უნდა დასრულდეს.

ღირებულება 1 739282,01 - ლარს შეადგენს.