აეროპორტის ადმინისტრაციული ერთეული

ქალაქის მოვლა-პატრონობის მიმდინარე ღონისძიებები

დაწყების თარიღი: 2018-04-25

დასრულების თარიღი: 2018-05-31

ინფრასტრუქტურული სამუშაოები აეროპორტის გზატკეცილზე


აეროპორტის გზატკეცილზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. აეროპორტის გზატკეცილის #192-212-ში უკვე დასრულდა სანიაღვრე არხების მოწყობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები. ქუჩის რეაბილიტაცია მაისის ბოლომდე დასრულდება. სამუშაოებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი გამოიყო.