ბაგრატიონის (ერთი) ადმინისტრაციული ერთეული

ქალაქის მოვლა-პატრონობის მიმდინარე ღონისძიებები

დაწყების თარიღი: 2019-06-07

დასრულების თარიღი: 2019-12-07

გურამიშვილს ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება


გურამიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.

,,წინსწრებით ვასრულებთ გურამიშვილის ქუჩის კეთილმოწყობას. უკვე განხორციელდა ამავე ქუჩის შესახვევის რეაბილიტაციაც, რის შემდეგაც დაიწყება მონიშვნები და საგზაო ნიშნების მონტაჟი. ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჭაობის დასახლებაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ეტაპობრივად მივყვებით და ვაწესრიგებთ ქუჩებს. ათეული წლებია ამ დასახლებაში ქუჩების რეაბილიტაცია არ ჩატარებულა. გასულ წელს ამ უბანში 13 ქუჩა მოწესრიგდა, წელს კი 29 ქუჩის რეაბილიტაცია დავიწყეთ“-ლაშა კომახიძე.

გურამიშვილის ქუჩაზე განხორციელდა:

✅მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემის მოწყობა

✅წყლისა და წყალარინების სისტემის მოწყობა

✅სანიაღვრე არხებისა და ჭების მონტაჟი

✅გრუნტის შეცვლა

✅ბორდიურებისა და დეკორატიული ფილების მოწყობა.

სამუშაოების ღირებულება 2 მილიონ 300 ათას ლარს შეადგენს.