გონიო-კვარიათის ადმინისტრაციული ერთეული

ქალაქის მოვლა-პატრონობის მიმდინარე ღონისძიებები

დაწყების თარიღი: 2019-06-01

დასრულების თარიღი: 2020-12-31

გონიო-კვარიათის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია


ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეოთხე ფაზის ფარგლებში, გონიო-კვარიათის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
,,გონიო-კვარიათში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. მაგისტრალური ხაზი მეჯინისწყლიდან გონიოში მდებარე რეზერვუარამდე, შემდეგ კი, სარფის საზღვრამდე გრძელდება და შიდა დაქსელვების გათვალისწინებით ჯამში 30 კმ. ქსელს მოიცავს.

ჩვენ ვიმყოფებით ობიექტზე, სადაც მიმდინარეობს 2000 კბმ ტევადობის წყლის რეზერვუარის მშენებლობა. რეზერვუარი განთავსებულია ზღვის დონიდან 40 მ. სიმაღლეზე და ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ უზრუნველყოფს დაახლოებით 1000-მდე აბონენტის თვითდინებით, 24 საათიან რეჟიმში წყალმომარაგებაში ჩართვას.

ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ეტაპობრივად სრულად დაფარავს მთელ გონიო-კვარიათს და გადაილახება წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემა" - ლაშა კომახიძე.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება:

2000 კბმ წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობა გონიო-კვარიათში, ზღვის დონიდან 40 მეტრზე, საიდანაც 24 საათიანი, უწყვეტი, თვითდენითი წყალმომარაგებით 1000-ზე მეტი აბონენტი ისარგებლებს.

წყალმომარაგების გადამცემი მაგისტრალის მშენებლობა ინჯალოს დასახალებიდან კვარიათის რეზერვუარამდე.

ახალი წყალმომარაგების სამომხმარებლო ქსელი გონიო-კვარიათის დასახლებაში.

პარალელურად დაიწყება მოსახლეობის ახალ ქსელზე დაერთება.

პროექტი დასრულდება 2020 წლის მეოთხე კვარტალში.

პროექტის ღირებულება 15 მილიონი ლარია.

ხელშეკრულებას პროექტის დაწყების თაობაზე მიმდინარე წლის აპრილში მოეწერა ხელი.