ბაგრატიონის (ორი) ადმინისტრაციული ერთეული

ქალაქის მოვლა-პატრონობის მიმდინარე ღონისძიებები

დაწყების თარიღი: 2019-03-04

დასრულების თარიღი: 2019-12-31

გენ. ა. აბაშიძის ქუჩის რეაბილიტაცია


გენ. ა. აბაშიძის ქუჩაზე, ბაგრატიონიდან ლეონიძის ქუჩამდე მონაკვეთში, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.

უკვე დასრულდა ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება, ბორდიურებისა და გარე განათების სისტემის მონტაჟი, მოეწყო ტრანსპორტის გასაჩერებელი და საპარკინგე სივრცეები.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება და დეკორატიული ფილების მოწყობა.

პროექტით გათვალისწინებულია 36 ერთეული სანიაღვრე ჭის მონტაჟი.

ქუჩის კეთილმოწყობის დასრულების შემდეგ განხორციელდება ჰორიზონტალური მონიშვნები და საგზაო ნიშნების დადგმა.

სამუშაოები წინსწრებით მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

პროექტის ღირებულება 1 მილიონ 277 ათას ლარს შეადგენს.