მწვანე კონცხის ადმინისტრაციული ერთეული

ქალაქის მოვლა-პატრონობის მიმდინარე ღონისძიებები

დაწყების თარიღი: 2018-03-01

დასრულების თარიღი: 2018-07-15

ბახტაძის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები


ბათუმის მერმა ქსენია ბახტაძის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა. ლაშა კომახიძე მოსახლეობას გაესაუბრა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ქსენია ბახტაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მარტში დაიწყო. პროექტით გათვალისწინებულია ქუჩის კეთილმოწყობა, გარე განათების ბოძების დამონტაჟება, ხიდბოგირისა და საყრდენი კედლის მოწყობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება. პარალელურად ხორციელდება საყრდენი კედლის ჩამოსხმის სამუშაოები. ქუჩის კეთილმოწყობა ივლისის შუა რიცხვებამდე დასრულდება. პროექტის ღირებულება 299 ათას 600 ლარს შეადგენს.