რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეული

ქალაქის მოვლა-პატრონობის მიმდინარე ღონისძიებები

დაწყების თარიღი: 2018-08-14

დასრულების თარიღი: 2018-08-14

ბათუმის წყალმა ნურის ტბაში არსებული აერაციის დანადგარები გაწმინდა


ნურის ტბაში აერაციის სისტემის განთავსებიდან პირველად, „ბათუმის წყალმა" აერაციის სისტემა გაწმინდა. 

მყვინთავების მიერ მოხდა წყალქვეშა დანადგარებზე დროთა განმავალობაში მიკრული ხავსის და შლამისგან გაწმენდა.

აერაციის სისტემის გამართული მუშაობა ნურის ტბის ჟანგბადით გამდიდრებას უზრუნველყოფს. ნურის ტბაში 10 აერაციის აგრეგატია განთავსებული. ტბაში აერაციის სისტემის განთავსება 2016 წელს განხორციელდა.

„ბათუმის წყალის" მიერ აერაციის სისტემის გაწმენდა მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება.