კახაბრის ადმინისტრაციული ერთეული

ქალაქის მოვლა-პატრონობის მიმდინარე ღონისძიებები

დაწყების თარიღი: 2018-06-22

დასრულების თარიღი: 2018-06-22

„ბათუმის წყალმა“ ფრიდონ ხალვაშის VII შესახვევში სანიაღვრე სისტემა მოაწყო


ბათუმზე ახლად შემოერთებულ ტერიტორიაზე, ფრიდონ ხალვაშის VII შესახვევში, „ბათუმის წყალმა“ სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები შეასრულა.

 „ბათუმის წყალის“ მობილური ჯგუფების მიერ განხორციელდა 350 მეტრი სიგრძის სანიაღვრე სისტემის და 6 ერთეული სანიაღვრე ცხაურის მონტაჟი.