მწვანე კონცხის ადმინისტრაციული ერთეული

ქალაქის მოვლა-პატრონობის მიმდინარე ღონისძიებები

დაწყების თარიღი: 2018-03-01

დასრულების თარიღი: 2018-09-09

N26-ე საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობითი სამუშაოები სრულდება


იბერიის ქუჩის #1-ში მდებარე N26-ე საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებულია:🔸️დეკორატიული ფილების დაგება 🔸️ბაზალტის ბორდიურების მონტაჟი 🔸️მწვანე კორდის მოწყობა
🔸️საბავშვო ატრაქციონის განთავსება 🔸️გარე განათების მონტაჟი 🔸️საბაღე სკამების დადგმა.
ხელშეკრულებით, ასევე, გათვალისწინებულია აღმაშენებლის ქუჩის #5-ში მდებარე N11 საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა. პროექტის საერთო ღირებულება 463 772, 93 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და 9 სექტემბრამდე დასრულდება.