ჯავახიშვილის ადმინისტრაციული ერთეული

ქალაქის მოვლა-პატრონობის მიმდინარე ღონისძიებები

დაწყების თარიღი: 2019-03-01

დასრულების თარიღი: 2019-12-31

27-ე საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები


27-ე საბავშვო ბაღის შენობას საძირკვლის გაძლიერებისა და რეაბილიტაციის სამუშაოები უტარდება. ამ ეტაპზე პირველი სართულის იატაკის ფილის დემონტაჟი მიმდინარეობს, რის შემდეგაც გრუნტის გამოცვლისა და საძირკვლის გამაგრების ღონისძიებები დაიწყება. გამაგრების სამუშაოების შემდეგ შენობა გადაიტიხრება და სარემონტო სამუშაოები განხორციელდება. გარდა ამისა, დაგეგმილია სახურავის რეაბილიტაცია და ეზოს კეთილმოწყობა. 27-ე საბავშვო ბაღი 210 აღსაზრდელზეა გათვლილი. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და დეკემბერში დასრულდება. სამუშაოების ღირებულება 794 ათას 990 ლარს შეადგენს.