აეროპორტის ადმინისტრაციული ერთეული

ქალაქის მოვლა-პატრონობის მიმდინარე ღონისძიებები

დაწყების თარიღი: 2018-03-13

დასრულების თარიღი: 2018-03-13

ივანე მესხის ქუჩაზე სანიაღვრე არხი მოეწყო


შპს „ბათუმის წყალმა“ ივანე მესხის მე-II ჩიხში სანიაღვრე წყლების გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, სანიაღვრე სისტემის მონტაჟის სამუშაოები შეასრულა. შესრულებული სამუშაოების ფარგლებში, ადგილზე დამონტაჟდა 300 მეტრი სიგრძის სანიაღვრე არხი. 

მონტაჟის სამუშაოების პარალელურად ივანე მესხის მიმდებარე ქუჩებზე მოხდა სანიაღვრე არხების გაწმენდა.